რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 3 ადამიანი მოიწამლა მათ შორის 1 ბავშვია.
შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა.
პაციენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
მოწამლულებიდან 2 ქალი ცენტრალურ საავადმყოფოში, ხოლო 7 წლის ბიჭი ბავშვთა საავადმყოფოში შეიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.