რუსთავში, გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა.
ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში პირღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, მცირეწლოვანი ბავშვები შეჰყავთ.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს 31 დეკემბერს, ახალი წელის ღამეს სტაციონარში 35 ბავშვი შეხვდა.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. "ინფო რუსთავთან" საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა რომ - "მომართვიანობა გაიზარდა თუმცა საგანგაშო ვითარება არ არის. კარანტინი გამოვაცხადეთ და შევზღუდეთ მნახველების რაოდენობა."
ამ დროისთვის რუსთავში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების რაოდენობა გრიპის ვირუსის გამო გაზრდილია.