რუსთავის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის 540 თანამშრომლიდან საახალწლო პრემია 83-მა თანამშრომელმა მიიღო.
პრემიის გაცემის მიზეზი - "2018 წელს მიღწეული შედეგები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე სამუშაოს წარმატებით და ხარისხიანად შესრულება".
ასეთი კი სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის 83 თანამშრომელი აღმოჩნდა.
"დანამატები განისაზღვრა პროცენტულად. ზოგს შედარებით დიდი ხელფასი აქვს, ზოგს კი ნაკლები, აქედან გამომდინარე ყველამ სხვადასხვა ოდენობის თანხა აიღო, მაგრამ სრული ხელფასი ნამდვილად არავის არ მიუღია. ხელფასის 50%-ზე მეტი არცერთი თანამშრომლისთვის არ მიგვიცია. განსაკუთრებულად დიდი დატვირთვით ვინც იმუშავა წლის განმავლობაში და ვინც გამოირჩეოდა ამ კუთხით წინასაახალწლოდ წახალისება მიიღეს" - განაცხადა რუსთავის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის განვითარების ხელმძღვანელმა გეგი ლიპარტელიანმა.
რუსთავის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა საახალწლოდ პრემიის სახით საშუალოდ 240 ლარის ოდენობის თანხა დაერიცხათ, ხელზე კი დაახლოებით 200 ლარამდე აიღეს.
სამსახურის ხელმძღვანელის გეგი ლიპარტელიანის ინფორმაციით, თანამშრომლებისთვის დანამატების გაცემისთვის შიდა ბიუჯეტიდან 19 000 ლარი დაიხარჯა.
ლიპარტელიანის თქმით, თავად საახალწლო დანამატი არ აუღია.