რუსთავში ქართულ-არაბულ სერიალს იღებენ

2019-01-03 13:24:21

რუსთავში ქართულ-არაბულ სერიალს იღებენ.

გადაღებები რუსთაველის ქუჩაზე, კერძოდ, ქიმიკოსთა სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში რამდენიმე სერიას გადაიღებენ, შემდეგ კი გადაღებები თბილისში გაგრძელდება.

პროექტზე მუშაობის პროცესში ქართველი მსახიობებიც არიან დასაქმებულები. შემოქმედებითი ჯგუფი რუსთავში რამდენიმე დღე დარჩება.

ჯერჯერობით უცნობია როდის გამოჩნდება სერიალი ეკრანებზე.