5 ინვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი.
6 იანვარს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 5-6 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
შობის ღამეს თოვლი მოსალოდნელია ძირითადად შიდა ქართლში და ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ზონაში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს.
თბილისში 5 იანვარს მცირე წვიმაა შესაძლებელი, 5 და 6 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +8, +10 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. შობის ღამეს კი წვიმაა მოსალოდნელი.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 5 იანვარი +11°C, 6 იანვარი +10°C, 7 იანვარი +9°C, 8 იანვარი +6°C.