ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2019-01-02 10:59:06

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მოხდა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი მოძრაობისას ორ ავტომობილს დაეჯახა.

ავარიის შედეგად "მერსედესი"-ს მარკის ორი და "ტოიოტა"-ს მარკის ერთი ავტომობილი დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.