ღამის რბოლა რუსთავში [video]

2019-01-03 00:45:53

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე პატრულიის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით საპატრულო პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად რომ მძღოლს ავტომობილი გაეჩერებინა პირიქით მოხდა.

"მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სიჩქარეს მოუმატა და თბილისიდან რუსთავის მიმართულებით განაგრძო მოძრაობა.

პოლიცია მსუბუქ ავტომობილს სწორედ თბილისიდან მოჰყვებოდა. "მერსედესი"-ს მარკის მძღოლი რუსთავში შემოვიდა სადაც მას ასევე დახვდნენ რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მითითების მიუხედავად მან ისევ არ გააჩერა ავტომობილი და მაღალის სისწრაფით გზა მესხიშვილის ქუჩისკენ განაგრძო, სადაც მას ასევე პოოლიციის სხვა ეკიპაჟებმა გადაუჭრეს გზა და საბოლოოდ გააჩერეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შსს-ში განაცხადეს რომ მამაკაცს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა რის გამოც ავტომობილის მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვეს.