"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში, კომპანია "ჯეოსტილის" ქარხანაში, 60 წლამდე მამაკაცს, რკინის მძიმე ჯაჭვი დაეცა.
მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "იყო ქვემო კიდურის ტერფის მიდამოს ტრავმა, სიმძიმე დაეცა. დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, მოთავსდა სტაციონარში. ოპერაციული მკურნალობის შემდგომ, იმყოფება პალატაში, სტაბილურ მდგომარეობაში."