რუსთავში, ახალი წლის ღამეს პიროთექნიკით 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის, 2 მცირეწლოვანი ბავშვია.
ერთი 8 წლის ბიჭი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც ხელის მტევნის დაზიანება ჰქონდა. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია.
სამი დაშავებული 10 წლის ბიჭი და 21, 33 წლის მამაკაცები კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. აღნიშნულ პაციენტებსაც ხელის მტევნის დაზიანება ჰქონდათ და ჩაუტარდათ ოპერაცია.
ოთხივე პაციენტის მდგომარეობა ამდროისთვის სტაბილურია.