სააკალათბურთო გუნდების „რუსთავისა“ და „ბათუმის“ შეხვედრა მეტად დაძაბულად მიმდინარეობდა. მეტოქეებს შორის მთელი თამაშის განმავლობაში ქულათა მცირე სხვაობა ფიქსირდებოდა. ¾ -ში რუსთაველი კალათბურთელები დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება „ბათუმმა“ მოიპოვა. რუსთაველებს ყველაზე ბევრი, 28 ქულა რევაზ ჩაჩანიძემ მოუტანა. მოწინააღმდეგე გუნდში კი 29 ქულით, ბესიკ ლეჟავა ლიდერობდა. საბოლოოდ შეხვედრა 96-89 ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა.