რუსთავში მეგობრობის გამზირზე პანიკა იყო. [ვიდეო/video]
არსებული ინფორმაციით თხევადი აირის ბალონს ცეცხლი გაუჩნდა რის გამოც მეზობლებმა 112-ში დარეკეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებმა მოახერხეს და გაზის ბალონზე მოკიდებული ცეცხლი დროულად ჩააქრეს, რის შემდეგაც ბალონი სადარბაზოში გამოიტანეს.
ბალონიდან გამოსული გაზის გამო კი რამდენიმე ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მათ სასწრაფო დახმარების ექიმებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.
საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ დაძაბული სიტუაცია მალევე განიმუხტა.