საქველმოქმედო აქცია რუსთავში

2018-12-31 19:28:01

კერძო სკოლა "საუნჯის" ინიციატივით რუსთავში საქველმოქმედო აქცია "შენც შეგიძლია" გაიმართა.

აქციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა კომპანიების მხარდაჭერით, ასევე საკრებულოს წევრის გიგა ვეფხვაძისა და მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბეგაძის თანადგომით მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მოხუცები მოინახულეს.

აქციის ფარგლებში ოჯახებს, საახალწლო ნობათი და სურსათი გადაეცათ.