მთავარი საახალწლო ღონისძიებები რუსთავში

2018-12-31 17:52:22

31 დეკემბრის ღამეს, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, მთავარი საახალწლო კონცერტი გაიმართება.

მთავარი საახალწლო კონცეტრის მთავარი მონაწილე, ყველაზე ცნობილი და პოპულარული რეგეი ჯგუფი "რეგიონი" იქნება.

მუსიკოსი ლაშა ნოზაძე ჯგუფის წევრებთან ერთად რუსთაველებს და ქალაქის სტუმრებს ახალი წლის დადგომას, ცნობილი სიმღერებით მიულოცავს.

რეგიონის კონცერტი ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე  22:00 საათზე დაიწყება.

მანამდე კი ლეონიძის სკვერში პატარებს საახალწლო სოფელი დახვდებათ სადაც მათ, სხვადასხვა ზღაპრის გმირები დახვდებიან და პატარების გართობაზე იზრუნებენ.

რეგიონის კონცერტამდე ლეონიძის სკვერში, საკონცერტო პროგრამა 21:00 საათზე დაიწყება სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ადგილობრივი ანსამბლები და სოლო შემსრულებლები.