რას აცხადებენ ინტერტრანსში

2018-12-31 15:29:37

ინფო რუსთავი დაინტერესდა რა გრაფიკით იმოძრავებენ ახალი წლის დღეებში რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები.

"31 დეკემბერს რუსთავიდან მიკროავტობუსი ბოლო მარშრუტს 22:00 საათზე, თბილისიდან კი 23:00 საათზე შეასრულებს. პირველ იანვარს რუსთავიდან პირველი მარშრუტი 07:00 შესრულდება, თბილისიდან კი ბოლო მარშრუტი ტრადიციულ დროს ღამის პირველ საათზე განხორციელდება",-განუცხადეს "ინფო რუსთავს" კომპანია ინტერტრანსში.