co-თი ინტოქსიკაცია რუსთავში.
ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა, არსებული ინფორმაციით co-თი ინტოქსიკაცია ერთი ოჯახის წევრებმა მიიღეს.
დაშავებულები კლინიკა რუსთავში და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.