4 ველოსიპედი საჩუქრად [video]

2018-12-30 21:15:31

რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის ინიციატივით ოთხ მრავალშვილიან ოჯახს ველოსიპედი საჩუქრად გადაეცა. [ვიდეო/video]

კლუბის ხელმძღვანელის თქმით მათ შემოწირულობით შეძლეს და შეაგროვეს 1100 ლარი. თანხით 3 ველოსიპედი და სურსათი შეიძინეს, ხოლო 1 ველოსიპედი კი ბიზნესმენმა პირადად შეიძინა და საჩუქრად გადასცა ერთერთ ოჯახს.

ველომოყვარულთა კლუბის წევრებმა საჩვენებელი მსვლელობა რუსთავის შემოსასვლელიდან მოაწყეს და ველოსიპედები ბავშვებს სახლებში მიუტანეს.