ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2018-12-30 20:56:02

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. [ვიდეო/video]

მე-12 მიკრო-რაიონში "ოპელის" მარკის ავტომობილი 76 წლის მამაკაცს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული გადაყვანილია კლინიკა "რუსთავში".

"პაციენტს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ტრამვები. ამ მომენტისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ემერჯენსის განყოფილებაში და უტარდება კვლევები", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას კლინიკა "რუსთავის" ექიმმა.