რუსთავის, ე.წ. "სტამბულის" ბაზარზე საახალწლო სუფრისთვის პროდუქტების ფასი ასეთია:
1 ინდაურის ფასი დაახლოებით 80-95 ლარია.
1 გოჭის ფასი კი, 70-დან 150 ლარამდე მერყეობს. გოჭის, ისევე, როგორც ინდაურის ფასი დამოკიდებულია მის წონაზე.
1 კგ ღორის ხორცის შეძენა 10 ლარად არის შესაძლებელი, საქონლის ხორცის 16-18 ლარად, ხოლო ერთი ქათმის ფასი 7-8 ლარია.
თევზის ფასი 10-11 ლარია.
1 კგ ნიგოზის ფასი 23-დან 30 ლარამდე მერყებს.
თხილის ჩურჩხელა 1,50-2 ლარია, ხოლო ნიგვზის 2-2,5 ლარი.
1 კგ კარალიოკის ჩირის ფასი 5-6 ლარია.