რუსთაველი ახალგაზრდების ინიციატივა [photo]

2018-12-30 00:22:34

ახალგაზრდა რუსთაველებმა, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, გადაწყვიტეს შეჭირვებულ ოჯახებს დახმარებოდნენ, ამისთვის კი მათ საჭირო თანხის მოგროვება, ორიგინალური ფორმით გადაწყვიტეს. საკუთარ ავტოსამრეცხაოში მისულ მომხმარებლებს, ავტომობილის რეცხვა საახალწლო საჩუქრებისთვის თანხის შემოწირულობის სანაცვლოდ შესთავაზეს. არ იყო განსაზღვრული თანხის ოდენობა და მოქალაქეებს შეეძლოთ ავტომობილი თუნდაც ერთ ლარად გაერეცხათ. ავტომფლობელთა გულისხმიერებით, ახალგაზრდებმა იდეა სისრულეში მოიყვანეს და შეგროვილი თანხით შეძენილი საახალწლო ნობათით ის ათი ოჯახი გაახარეს, რომელთაც გვერდში დგომა განსაკუთრებულად სჭირდებათ.