რუსთავში, შარტავას გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები რუსთავ-თბილისის მიმართულებით მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე ფასის გაზრდას აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ტარიფი საკმაოდ მაღალია, კომპანია "ინტერტრანსმა" უკანონოდ და თვითნებურად გაზარდა მგზავრობის საფასური. მგზავრობის ფასი არ უნდა გაიზარდოს და ძველი ტარიფით უნდა გააგრძელონ მძღოლებმა მუშაობა.
აქციის მონაწილეები, ასევე მძროლების დღის გეგმის საფასურის დაკლებას მოითხოვდნენ.
საპროტესტო აქცია დღეს დილით სპონტანურად , მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მოსახლეობამ ფასის გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მგზავრობის ფასი 50 თეთრით გაიზარდა.