რუსთავში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუსიკალური სკოლის ეზოში სკვერი გაიხსნა.
აღნიშნული სკვერს საზოგადოება "რუსთაველების" ინიციატივით რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მთლიანად განახლდა.
"ინფო რუსთავთან" საზოგადოება "რუსთაველების" ერთერთმა დამფუძნებელმა ბადრი მაჭავარიანმა განაცხადა, რომ - "ეს არის საზოგადოება "რუსთაველების" ერთ-ერთი ინიციატივა. ამ პროექტის განხორციელებაში "ფორსეპალსი" და ასევე რუსთავში არსებული ორი საწარმო დაგვეხმარა. ამ საწარმოების პროფილი არაფრით არ არის ისეთ ბიზნესთან დაკავშირებული, რომელიც არის კულტურული აქტოვობები, მაგრამ კარგი მაგალითია რომ გვერდში დაგვიდგნენ და აქ მაცხოვრებლებს ეს ადგილი თავიდან გავუცოცხლეთ".
სკვერის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა და საზოგადოება "რუსთაველების" წევრები ესწრებოდნენ.