რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანთან ერთად, ღვაწლმოსილ მოსახლეობას მოახლოებული შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
გუშინ საახალწლო საჩუქარი 700-მდე ბენეფიციარმა: სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და დღის ცენტრების ბენეფიციარებმა ასევე, მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებლებმაც მიიღეს.