საახალწლო ღონისძიებები დაიწყო [photo]

2018-12-29 17:42:08

ლეონიძის სკვერში საახალწლო სოფელი მოეწყო.

საახალწლო ღონისძიებები საბავშვო გასართობი პროგრამებით დაიწყო. ღონისძიებაზე ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ.

საახალწლო პროგრამა 16 საათზე დაიწყო და 22 საათამდე გაგრძელდება.

ღონისძიებას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდა, რომელმაც რუსთაველებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა:

"პირველ რიგში, დამდეგი ახალი წელი მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს, რუსთაველებს. დღეს, ლეონიძის სკვერში, საახალწლო სოფელი გაიხსნა. ვიწვევ ყველა ასაკის ადამიანს იმიტომ, რომ 4 საათიდან იწყება საბავშვო ღონისძიებები და 10 საათამდე გრძელდება. ახალგაზრდებს შეუძლიათ, ბებიებს-ბაბუებს შვილიშვილებს მოკიდონ ხელი და ეს სამდღიანი სიამოვნება არ მოაკლონ თავის შვილიშვილებს", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება 29 დეკემბერს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.