"ეს არის კანონის დარღვევა"

2018-12-29 13:13:51

მძღოლების მიერ მგზავრობის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებთ რუსთავის მერმა განცხადება გააკეთა.

"ეს მგზავრთა გადაყვანაზე სანებართვო პირობების დარღვევაა. ტარიფის ზრდა არის თვითნებური და არ ექვემდებარება მგზავრთა მხრიდან გადახდას. მერიის შესაბამისი სამსახურები, რომელთაც ევალებათ მონიტორინგი, აფიქსირებენ თუ რომელ მარშრუტზე არის ფასი გაზრდილი და მათ მიმართ აუცილებლად გატარდება შესაბამისი სანქციები, არსებობს საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაც, რომლის მიხედვითაც ტარიფი დადგენილია და მისი თვითნებურად გაზრდის უფლება არვის არ აქვს, ეს არის კანონის დარღვევა და კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს“ - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.