რუსთავში, 1 იანვარს მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განუცხადეს.
"პირველ იანვარს სატრანსპორტო საშუალება არ იმუშავებს. ეს ყოველ წელს ასე ხდება. რაც შეეხება 31 დეკემბრს, საღამოს 21:00 საათამდე იმუშავებენ"- განაცხადა მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელმა ჯურხა ბენდელიანმა.