50 თეთრით გაძვირდა სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით. ფასების მატება მგზავრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მათი თქმით ამასთან დაკავშირებით საუბარი დიდი ხანი მიმდინარეობდა.
2 დღის წინ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართეს, მძღოლები მგზავრობის ფასის 50 თეთრით გაზრდას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის მომსახურების ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ისინი მზგზავრობის არსებული ფასის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებდნენ.
როგორც მძღოლებმა ინფო რუსთავთან განაცხადეს, ისინი ფასის ზრდასთან დაკავშირებით თვითმმართველობიდან თანხმობას ელოდებოდნენ თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად როგორც ინტერტრანსში დასაქმებული მძღოლები ამბობენ მათ მიიღეს გადაწყვეტილება ფასის გაზრდასთან დაკავშირებით.