საზოგადოება "რუსთაველები"-ს ინიციატივა [photo]

2018-12-28 21:43:07

საზოგადოება "რუსთაველები"-ს ინიციატივით, საახალწლოდ კიდევ ერთი აქცია განხორციელდა.

მოხუცებულთა თავშესაფარს სტუმრობდნენ სტილისტები, მანიკურისა და მაკიაჟის სპეციალისტები. მოხუცებს შესაბამისი მომსახურება უანგაროდ გაუწიეს და თავშესაფრის ბინადრები გაალამაზეს.

"დიდი მადლობა "ფორსეპალსის" ცენტრს და მათ სპეციალისტებს, რომ შევძელით, ჩვენი სურვილი რეალობად გვექცია. ორი დღის განმავლობაში კვლავ ვსტუმრობდით ჩვენს მოხუცებულებს, რა დროსაც ცენტრის სპეციალისტებმა გაალამაზეს ჩვენი მოხუცები. მადლობა ფორსეპალსს, განსაკუთრებული მადლობა მოხუცებულთა სახლის ხელმძღვანელობას, რომ არაფერს იშურებენ საყვარელი მოხუცებისთვის", - საზოგადოება "რუსთაველები".