30 დეკემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-12-28 18:49:59

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს.

კერძოდ: 30 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 07:30-დან 08:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის ქუჩებზე, მარის არხის დასახლებებს და მიმდებარე ტერიტორიას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.