28 დეკემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-12-27 19:32:25

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

კერძოდ: 28 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 13:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში ლეონიძის, ქუთაისის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-20 და 21-ე მიკრორაიონში. 11:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტს მეგობრობის ქუჩაზე. 13:00-დან 13:10 საათამდე - მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის ქუჩებს, მარის არხის დასახლებებს და მიმდებარე ტერიტორიას.

11:00-დან 17:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნორიო, მარტყოფი. 13:10-დან 17:00 საათამდე - სოფლებს ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, თაზაქენდი. 14:05-დან 18:00 საათამდე - ვაზიანის დასახლებას, სოფლებს გამარჯვება, მარტყოფი. 16:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ვაზიანი, მარტოფი. 16:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ფონიჭალა, კრწანისი, თელეთი და მიმდებარე ტერიტორია.

11:30-დან 18:50 საათამდე - დმანისში 9 აპრილის, ცურტაველის, გოგებაშვილის, შანიძის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებს.

12:00-დან 18:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს იმირჯალა, შულავერი, ყულარი, შაუმიანი. 18:00-დან 19:00 საათამდე - ქ. მარნეულში რუსთაველის, 26 მაისი, ჩოლოყაშვილის, ვაჟა-ფშაველას, შ.გურბანოვას და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.