რუსთავში სოციალურად დაუცველებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა მოადგილესთან კახაბერ კობერიძესთან ერთად რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სახლში ესტუმრნენ და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.
გუბერნატორის საჩუქარი სულ 10-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო.