რუსთავში საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადებიან.
"საახალწლო სოფელი" ახალი წლის დეკორაციებით ლეონიძის სკვერში მოეწყობა. ტერიტორიაზე საახალწლო სამზადისი დილიდან მიმდინარეობს.
სამი დღის განმავლობაში "საახალწლო სოფელში" მისულ ბავშვებს, სხვადასხვა ზღაპრის გმირები დახვდებიან და პროგრამას გააცნობენ. პატარების გართობაზე სანტა კლაუსი იზუნებს, რომელიც მათ საჩუქრებს დაურიგებს.
29, 30 და 31 დეკემბერს 16:00 საათიდან "სახალწლო სოფელში" ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა, სანტას კუთხე და ბავშვებისთვის მინი კინოთეატრი მოეწყობა.
გაიმართება საცირკო და თეატრალური წარმოდგენები, ილუზიონისტებისა და ანიმატორების შოუ.
რუსთავში საახალწლო ღონისძიებები სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.