წყლის მიწოდება იზღუდება

2018-12-27 16:08:50

რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ბათუმის ქ. N 17-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 27/12-ის 16:15-დან 19:15-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:
ბათუმის ქ. N 14-დან N 36-ის ჩათვლით, ქაშაკაშვილის ქუჩას და ჩიხს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გომელაურის ქ. N 2-ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 27/12-ის15:30-დან 16:30-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

გომელაურის ქ. N 2-დან N 10-ის ჩათვლით.

სამუშაოების დასრულების შემდეგ წყლის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.