სასამართლო პროცესი რუსთავში გაიმართა

2018-12-27 15:20:16

გაჩიანში მომხდარ ინციდენტზე პოლიციისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთი ღინისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

ელმირ კულიევმა და აზიმ მამედოვმა 20 დღის ვადაში 2000-2000 ლარი უნდა გადაიხადონ. თანხის გადახდამდე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროკურატურა პატიმრობის უზრუნველყოფით 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, რადგან ადოკატები აღკვეთის ღინისძიების გაუქმებას ან 1000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ. ამის არგუმენტად ასახელებდნენ იმას, რომ დაპირისპირების დროს მათი დაცვის ქვეშ მყოფები გაჩიანის სასაფლაოზე არ იყვნენ და მოგვიანებით მივიდნენ. მათივე თქმით, ბრალდებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

გაჩიანში სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ ზაზა ტუკვაძეს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გაჩიანში, ​სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ადამიანი 24 დეკემბერს დაჭრეს. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მუცლის არეშია დაჭრილი, ორი კი - ფეხში.