რუსთავის საქალაქო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით "თავისუფლება დავით კირკიტაძეს" გაიმართა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, დავით კირკიტაძე არის პოლიტიკური პატიმარი. პოლიტიკური პატიმარი ბიძინა ივანიშვილის და პირადად გიორგი გახარიასი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინეს.
დავით კირკიტაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლა ედება ბრალად. ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ბრალს არ აღიარებს.