რუსთავში, შარტავას გამზირზე, კონკრეტულად კი ავეჯის სახლ "ემბავუდი"-ს გვერდით სუპერმარკეტების ქსელი "კარფური" ახალ სავაჭრო ცენტრს ააშენებს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
შენობა საკმაოდ დიდ ფართზე განთავსდება და ერთ სართულიანი იქნება. სუპერმარკეტს ექნება ღია და მიწისქვეშა პარკინგი, შენობაში შეგეძლებათ როგორც სურსათის ასევე ტექნიკის და ტანსაცმელის შეძენა, ასევე საუბარია რომ ფართები დაიკავოს რამდენიმე ევროპულმა ბრენდმა.
გარდა სავაჭრო დანიშნულებისა კარფურს ექნება გასართობი ფუნქციაც, შენობაში მოეწყობა კაფეები და სხვადასხვა ბრენდის კვების ობიექტები, ასევე გასართობი სივრცეები.