საახალწლო პრემია

2018-12-26 11:52:35

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები დეკემბრის თვის ბოლოს საახალწლო პრემიის სახით, დამატებით დაახლოებით 225 ლარს მიიღებენ. ხელზე ასაღები თანხა კი 180 ლარია.

როგორც რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, ამ მიზნით 183 000 ლარია გამოყოფილი.

"ხელფასზე დანამატს რუსთავის ბაგა-ბაღების თითოეული თანამშრომელი მიიღებს, რაც საახალწლო საჩუქრის სახით გაიცემა. ამ მიზნით 183 000 ლარია გამოყოფილი, მხოლოდ შიდა ბიუჯეტობრივი ეკონომიის ხარჯზე. საახალწლო ხელფასთან ერთად პრემიას რუსთავის ბაგა-ბაღების 750 თანამშრომელი მიიღებს", - განაცხადა ეკა ხუციშვილი.

750 თანამშრომელი საახალწლო პრემიას ხელფასთან ერთად დეკემბრის თვის ბოლოს მიიღებს.