"პაციენტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა"

2018-12-26 11:04:48

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.

ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობას 30 ბავშვი გადის. "25 ბავშვი გავატარეთ მარტო გუშინ, ამ დროისთვის 30 ბავშვი გადის მკურნალობას. მომართვიანობა საკმაოდ მომატებულია. ამ 30-დან 15-მდე იქნება გრიპის ვირუსით, თუმცა გამოკვლეული რომ ნამდვილად არის ღორის გრიპი დადასტურებული არ არის", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა ნატო თოფურიამ.

არსებული ინფორმაციით საავადმყოფოში არცერთი პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.