რაგბის თამაშის მიმდინარეობისას 5 მანქანა გაქურდეს (ვიდეო).

2017-02-19 20:00:40

საქართველო-გერმანიის ნაკრებების თამაშის მიმდინარეობის დროს, რომელიც რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართა ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ პარკინგზე მოხდა სადაც გულშემატკივრებს საკუთარი ავტომობილები ჰყავდათ გაჩერებული. თამაშის დასრულების შემდეგ მძღოლებმა აღმოაჩინეს რომ მათ ავტომობილებს სარკეები არ ჰქონდა და ქურდობის ფაქტი პატრულს აცნობეს. გავრცელებული ინფორმაციით ქურდებმა "მერსედესი"-ს მარკის 5 ძვირადღირებულ ავტომობილს სარკეები მოპარეს.

შ.ს.ს.-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს - "ქურდობის ფაქტს ვადასტურებთ, საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა. პოლიციელებმა 3 პირისგან შემდგარი ჯგუფი დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმოს".