26 დეკემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
კერძოდ: 26 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 15:10-დან 17:10 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, 9 ძმა ხერხეულიძის, მარჯანიშვილის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს სავანეთი, ფოლადაური, ნახიდური, ხიდისყური და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 12:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს არხოტი, ნაპილნარი, შეხვეტილა, ჭინჭრიანი, მანგლისი და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებს ალგეთი, ახალსოფელი, საფუძვრები, პატარა თონეთი და მიმდებარე სოფლებს. 13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებს დიდი თონეთი, ორბეთი, მოხისი, დიდგორი, ზირბითი და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.