ქალს მანქანა დაეჯახა

2018-12-26 00:01:35

ავტოსაგზაო შემთხვევა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რუსთაველის ქუჩაზე 64 წლის ქალს ტაქსი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

დაშავებული რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში არის გადაყვანილი.

"ფეხით მოსიარულეს დაეჯახა მანქანა. მოყვანისას პაციენტი იყო კონტაქტური, ამჟამად მიმდინარეობს კვლევები. სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია. დაზიანებები პაციენტს ზურგის და თავის არეში აღენიშნება ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან " საუბრისას ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ირმა სულაქველიძემ.