31 დეკემბრის ღამეს, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.
მთავარი საახალწლო კონცეტრის მთავარი მონაწილე, ყველაზე ცნობილი და პოპულარული რეგეი ჯგუფი "რეგიონი" იქნება.
მუსიკოსი ლაშა ნოზაძე ჯგუფის წევრებთან ერთად რუსთაველებს და ქალაქის სტუმრებს ახალი წლის დადგომას, ცნობილი სიმღერებით მიულოცავს.
რეგიონის კონცერტი ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათზე დაიწყება.
ჯგუფის მიერ საახალწლოდ დაანონსებულ კონცერტს რუსთაველების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფი 2008 წელს, მუსიკოს ლაშა ნოზაძის ხელმძღვანელობით რუსთავში დაარსდა. "რეგიონი" ერთადერთი ჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგეი სტილში მღერის და ასევე ერთ-ერთი პირველია ამიერკავკასიაში.