საახალწლოდ რუსთავში რამდენიმე ქუჩა განათდა.
სხვადასხვა ფიგურები, კონსტრუქციები და განათებები: შარტავას გამზირზე, მეგობრობის გამზირზე და კოსტავას გამზირზე უკვე განთავსდა. საახალწლოდ ასევე მოირთო თოდრიას და კიდევ რამდენიმე პატარა ქუჩა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცენტრალურ მოედანზე, სადაც საახალწლო ნაძვის ხე წელს პირველად დაიდგა (ნაძვის ხე მანამდე მერიის წინ ირთვებოდა) და ასევე პირველად მოირთო პირამიდა. კოსტავას გამზირზე განათდა ფასადები და აივნებზე განთავსდა დაკიდებული ნათურები.
განათდა გონაშვილის და რუსთაველის ქუჩაზე არსებული სკვერები. წარწერა 2019 დაიდგა გონაშვილის სკვერის მიმდებარედ.
სამუშაოებს ააიპ რუსთავსერვის ცენტრი ახორციელებს.