რუსთავში 2 მამაკაცი დაჭრეს [video]

2018-12-24 00:35:59

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც 2 პირი, 21 და 24 წლის მამაკაცები დაჭრეს. [ვიდეო/video]

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და დაშავებული მამაკაცები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"შუაღამეს შემოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთს აღენიშნებოდა ჭრილობები მუცლისა და ზურგის არეში. მუცლის არეში ჭრილობა იყო შემავალი მუცლის ღრუში. გაკეთდა ოპერაცია და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას აღენიშნება ჭრილობები თავის არეში და თავის ტვინის შერყევა, რომელიც ასევე რჩემა სტაციონარში", - განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ  დავით გოგოძემ.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს".