სოციალური ქსელში ერთ-ერთი რუსთაველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერდა, რომ რუსთავში კოსტავას გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის გატაცების მცდელობას ჰქონდა ადგილი.
გავრცელებულ ინფორმაციას მოქალქეების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა რის შემდეგაც მოსახლეობა "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და ფაქტით დაინტერესება სთხოვა.
"ინფო რუსთავი"-ს ჟურნალისტი იმყოფებოდა იმ ადგილზე სადაც, როგორც ადგილობრივები ჰყვებიან მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი. მაღაზიის მეპატრონესთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა რომ ბავშვების გატაცების მცდელობას ადგილი არ ჰქონია. "ჩვენთან მოვიდნენ ამ ბავშვების მშობლები, ერთად ვნახეთ ვიდეო ჩანაწერი სადაც ჩანს რომ მაღაზიასთან ჩერდება ავტომობილი, რომლის მძღოლიც ბავშვებს სთავაზობს ფეხბურთის თამაშსს. მას თავად საკუთარი ბავშვები სტადიონზე მიჰყავდა და თუ ბავშვებს სურვილი ექნებოდათ ფეხბურთი ერთად ეთამაშათ", - განაცხადა მაღაზიის მფლობელმა.
არსებული ინფორმაციით ავტომობილის მძღოლი რომელმაც ბავშვებს საკუთარ შვილებთან ფეხბურთის თამაში შესთავაზა იდენტიფიცირებულია და მას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია.