რუსთავში, ლესელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 38 წლის მამაკაცს სხეულის 50% აქვს დამწვარი.
დაშავებული თბილისში დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
როგორც "ინფო რუსთავს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვის სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს დამწვრობა სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნება.