"მეტალურგია" - ახალი გასართობი სივრცე

2018-12-22 23:57:21

რუსთავში ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ახალი სივრცე "მეტალურგია" გაიხსნა. ივენთს 350-მდე ადამიანი დაესწრო, რაც გახდა იმის მიზეზი რომ შეხვედრები გაგრძელდეს და ახალი ღონისძიებები დაიგეგმოს.

“მომავალში ვაპირებთ ამ მიმართულებით გაგრძელებას. მთავარია ვიგრძენით, რომ ხარისხზე რეაგირებს რუსთაველი მსმენელი. ბევრი რაღაც გამოსასწორებელია, თუმცა გუშინდელმა საღამომ საბოლოო ჯამში კარგად ჩაიარა”, - "მეტალურგია"-ს ერთერთი დამფუძნებელი თაზო ჩხაიძე.