რუსთავში მამაკაცი დაიწვა [video]

2018-12-23 00:24:44

რუსთავში, ლესელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. [ვიდეო/video]

ცეცხლის გაჩენის დროს ბინაში ერთი პირი იმყოფებოდა, რომელმაც მძიმე დამწვრობა მიიღო. არსებული ინფორმაციით 38 წლის მამაკაცი ბინაში მარტო იყო, ხანძრის შესახებ კი მეზობლებმა შეიტყეს და 112-ში დარეკეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული პაციენტი ექიმებმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. ძლიერი დაკვამლიანების შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ ინტოქსიკაცია მიიღეს.
საცხოვრებელი ბინა თითქმის მთლიანად დაიწვა.