ავტოსაგზაო შემთხვევა [photo]

2018-12-22 15:10:36

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში მეგობრობის გამზირზე.

ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ჰონდას მარკის ავტომობილი დაეჯახა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მიკროავტობუსს მგზავრები არ გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი.