შეიარაღებული თავდასხმა საწარმოზე

2018-12-20 23:17:56

ზუგდიდში თხილის ქარხანა "თურალ გრუფს", დაახლოებით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და 50 000 ლარი წაიღეს.

ქარხნის დირექტორის მაია მიქავას ინფორმაციით, საღამოს რვა საათისთვის რამდენიმე ნიღბიანი ცეცხლსასროლი იარაღებით ქარხანაში შეიჭრა.

"ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ მოულოდნელად შემოვარდნენ, ყვირილით, ძირს დააწვინეს, ერთ-ერთს იარაღი ჩაარტყეს თავში და საავამდყოფოშია გადაყვანილი. ერთმა ნიღბიანმა კი გაისროლა და ოდნავ აცდა, რომ ჩვენს თანამშრომელს მოხვედროდა. ფაქტობრივად, დღისით, მზისით", - აღნიშნა მაია მიქავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში თხილის ქარხანის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

წყარო: pia.ge