21 დეკემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-12-20 18:00:23

21 დეკემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.

კერძოდ: 21დეკემბერს 07:30-დან 08:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში 21-ე და მე-20 მიკრორაიონებში, აგრეთვე ლეონიძის, ქუთაისის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე,

12:30-დან 15:00 საათამდე გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში კარათაკლია, აღთაკლია, ფონიჭალა, გაჩიანი, ფოლადაანთკარი და მიმდებარე სოფლებში,

12:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფელბში ჭაპალა, სამტრედო, სავანეთი და მიმდებარე სოფელბში,

13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, კიზილქილისა, ჯავახი, უკანგორა და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.